კონტენტ ქრეატორის სერვისი

კონტენტ ქრეატორი შენს ლოკაციაზე მოდის, იღებს ფოტოსა და ვიდეოს, არედაქტირებს ბრენდის სტილში და მზა მასალას სოციალური ქსელისთვის გადმოგცემს. ერთჯერადად, ან ყოველთვიურად.

15+

რედაქტირებული ფოტო

2

მოკლე ვიდეო პაკეტში

7 დღე

მიწოდების ვადა

48სთ

ჩქარი მიწოდება

პარტნიორები

Alcon Trans Corporation
Alcon Trans Corporation
Cambridge Education House
Cambridge Education House
Happy Senior
Happy Senior
Corrugator
New Auto Motors
New Auto Motors
რეგიონი
რეგიონი
Quad Bikes
Quad Bikes
Beton Mix
Tetnuldi
BMW
Roadmarch
Roadmarch
Digital Line
Digital Line
გოდოლი
გოდოლი

სამი პაკეტი

ერთი გადაღება გინდა თუ ყოველთვიური კონტენტი, პაკეტი იგივეა და ფასი იცვლება. გადართე და ნახე, რას ჯდება იმავე მოცულობაზე თვიური შეთანხმება.

მხოლოდ ფოტო

ბაზისი

ბიზნესისთვის, რომელსაც გვერდისთვის სუფთა, ერთ სტილში გადაღებული ფოტო სჭირდება.

ერთჯერადად, დღგ-ს გარეშე

200₾

თვეში, დღგ-ს გარეშე

180₾

10% იაფი

  • 1 დან 1.5 საათამდე გადაღება ადგილზე
  • 15 რედაქტირებული ფოტო
  • ვოისოვერი
  • ერთი რედაქტირების რაუნდი

სტრატეგიით

პრემიუმი

კომპანიისთვის, რომელსაც გადაღებასთან ერთად კონტენტის სტრატეგია და ინფლუენსერი სჭირდება.

ერთჯერადად

1200₾

თვეში

1080₾

10% იაფი

  • ნახევრადღიანი გადაღება, 4 საათამდე
  • სცენარი და კონტენტის სტრატეგია
  • 20 დან 25 მდე რედაქტირებული ფოტო
  • 2 მოკლე ვიდეო, 1 დან 2 წუთამდე
  • ვოისოვერი
  • 1 ინფლუენსერი თვეში
  • ყოველთვიური დაგეგმვის სესია

თვიური ფასი თვეში ერთ გადაღებას მოიცავს და სამი თვიდან მოქმედებს. ერთჯერადი გადაღება ვალდებულებას არ ქმნის. დამატებითი ფოტო, ვიდეო, ღამის გადაღება და თბილისის გარეთ მგზავრობა ცალკე ფასდება, იხილე კითხვები ქვემოთ.

ჩვენი მომხმარებლის ხმა

ლუქს ვების გუნდისგან აშკარად იგრძნობა პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, რაც მაძლევს ნდობის საფუძველს და არ მეშინია, რომ რაიმე არასათანადოდ წარიმართება.

Giorgi Asatiani

Giorgi Asatiani

ძალიან კმაყოფილი ვარ „ლუქს ვებთან“ თანამშრომლობით. მათი მუშაობის შედეგად 3-4-ჯერ გაიზარდა ჩემი კომპანიის გაყიდვები.

Zura Kalatozi

Zura Kalatozi

ყველაზე მეტად მომწონს, რომ ისინი მუდმივად ავითარებენ ჩემს საქმიანობას თავიანთი ინოვაციური გადაწყვეტილებებით. მადლობა მათ!

Tamar Alghuinishvili

Tamar Alghuinishvili

კვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ ანდოთ თქვენი კომპანიის კრეატიული სამუშაოები.

Jiei Faber

Jiei Faber

ლუქს ვების გუნდთან ერთად შევძელი ბევრად მეტი, ვიდრე 3 წლის მანძილზე სხვადასხვა ადამიანებთან და კომპანიებთან თანამშრომლობისას. მადლობა მათ!

Nino Gadabaidze

Nino Gadabaidze

ისინი ზრუნავენ არა მარტო ჩემს კომპანიაზე, არამედ პირადად მეც სერიოზულ ცოდნას ვიღებ მათგან. გირჩევთ, ითანამშრომლოთ.

Eka Meladze

Eka Meladze

როგორ ვმუშაობთ

ერთი გადაღება ოთხ ნაბიჯად იშლება, და ყოველ ნაბიჯზე იცი, რა ხდება და როდის მიიღებ მასალას.

კონსულტაცია

ვეცნობით ბრენდს, მიზნებს და იმას, სად და როგორ გამოიყენებ მასალას. აქვე ირკვევა, ერთი გადაღება გჭირდება თუ ყოველთვიური კონტენტი.

დაგეგმვა და სცენარი

ვთანხმდებით თარიღზე, ლოკაციაზე და კადრების სიაზე. სტანდარტულ და პრემიუმ პაკეტში სცენარი წინასწარ იწერება, რომ გადაღების დღე ძიებაში არ გავიდეს.

გადაღება ადგილზე

კონტენტ ქრეატორი შენს ლოკაციაზე მუშაობს: პროდუქტი, სივრცე, გუნდი და პროცესი. ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რედაქტირება და მიწოდება

ფოტო და ვიდეო მუშავდება ბრენდის ესთეტიკაში და 7 სამუშაო დღეში ციფრულად გადმოგეცემა, სოციალურ ქსელში დასადებად მზად. ერთი რედაქტირების რაუნდი ფასში შედის.

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება ერთჯერადი და ყოველთვიური?

პაკეტის შიგთავსი იგივეა. ერთჯერადი ერთ გადაღებას ნიშნავს და ვალდებულებას არ ქმნის, ყოველთვიური კი თვეში ერთ გადაღებას, სამი თვიდან, და იმავე მოცულობაზე 10 პროცენტით ნაკლებს. რეგულარულ კონტენტზე მეორე თვიდან ჩვენ უკვე ვიცნობთ ბრენდს და გადაღების დღე უფრო სწრაფად მიდის.

რას ნიშნავს ერთი რედაქტირების რაუნდი?

მასალის მიღების შემდეგ ერთხელ აგროვებ შენიშვნებს და ჩვენ ერთიანად ვასწორებთ. ეს ფასში შედის. თუ ამის შემდეგაც დაგჭირდა ცვლილება, ცალკე ვთანხმდებით.

რა ჯდება დამატებითი ფოტო ან ვიდეო?

თითო დამატებითი ვიდეოს რედაქტირება 1 წუთამდე 100 ლარია, თითო დამატებითი ფოტოს რედაქტირება 50 ლარი. დამატებითი ვოისოვერი ვიდეოსთვის 100 ლარი. ფერისა და განათების დამატებითი კორექტირება 100 ლარი თითო ვიდეოზე ან 20 ფოტოზე.

საღამოს ან ღამით გადაღება შესაძლებელია?

დიახ. 18:00 საათის შემდეგ გადაღებას 150 ლარი ემატება.

თბილისის გარეთ მუშაობთ?

დიახ. თბილისის გარეთ გადაღებას მგზავრობის ხარჯი ემატება, 100 ლარი ყოველ 50 კილომეტრზე.

რამდენ ხანში მივიღებ მასალას?

ჩვეულებრივი მიწოდება 7 სამუშაო დღეა და ფასში შედის. თუ მასალა 48 საათში გჭირდება, ჩქარი მიწოდება 300 ლარია.

ვისთვის არის ეს სერვისი?

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ონლაინ მაღაზიისთვის, ადგილობრივი მაღაზიისა და რესტორნისთვის, და ნებისმიერი მომსახურებისთვის, რომელსაც სოციალური ქსელისთვის პროფესიული ვიზუალი სჭირდება.

უფასო კონსულტაცია

დავჯავშნოთ გადაღების დღე?

მოგვწერე, რომელი პაკეტი გაინტერესებს და სად უნდა მოვიდეთ. 24 საათში მიიღებ შეთავაზებას თარიღით, ხანგრძლივობით და ზუსტი ფასით.

  • პასუხი 24 საათში
  • კონსულტაცია უფასოა
  • ერთჯერადი გადაღება ვალდებულების გარეშე

+995 599 771 643

სწრაფად გიპასუხებთ სამუშაო საათებში.