დაწყება

შეთანხმებით

ვადა

7 სამუშაო დღე

შეხვედრა

1 საათი

შედეგი

დოკუმენტი და გეგმა

რას მოიცავს

ვებ გვერდის ანალიზი: სტრუქტურა, სიჩქარე და მობილური ვერსია.

საძიებო სისტემის ანალიზი: რა სიტყვებზე გპოულობენ და რაზე არა.

სად წყვეტს მომხმარებელი გზას შეკვეთამდე.

სოციალური არხების შემოწმება: რა მუშაობს და რა ხარჯავს დროს.

კონკურენტების სტრატეგიები: სად გისწრებენ და რა ღირს მათ დაწევა.

რომელი არხი მუშაობს შენს სფეროში და რომელი არა.

რას მიიღებ

4 ნაწილი, 12 პუნქტი

აუდიტის დოკუმენტი
  • რა ვნახეთ საიტზე, ძებნასა და არხებში
  • რა უშლის ხელს მოთხოვნასა და გაყიდვას
  • ციფრები, რომლებზეც დასკვნა დგას
ძლიერი და სუსტი მხარეები
  • სად ხარ კონკურენტებზე ძლიერი
  • სად კარგავ მომხმარებელს
  • რომელი არხი ხარჯავს ფულს შედეგის გარეშე
პრიორიტეტების გეგმა
  • რა გააკეთო ჯერ, რა მერე და რა შეიძლება მოიცადოს
  • პერსონალიზებული მარკეტინგული რეკომენდაციები
  • იმდენად კონკრეტული, რომ შენმა გუნდმაც შეასრულოს
ერთსაათიანი შეხვედრა
  • დოკუმენტს ზეპირად გაგივლით
  • კითხვებზე პასუხს იქვე მიიღებ
  • ვთანხმდებით, საიდან იწყება მუშაობა

ხშირად დასმული კითხვები

საიტი არ მაქვს, აუდიტი მაინც აზრი აქვს?

დიახ. ამ შემთხვევაში ძებნას, კონკურენტებსა და სოციალურ არხებს ვამოწმებთ და დოკუმენტში ისიც წერია, როგორი საიტი გჭირდება და რა თანმიმდევრობით ავაშენოთ.

რა წვდომები დაგჭირდებათ?

საიტის სამართავი პანელი მხოლოდ სანახავად, Google Analytics, Search Console და სარეკლამო ანგარიშები, თუ გაქვს. პაროლებს არ ვითხოვთ, წვდომას ჩვენს ანგარიშზე გვიზიარებ და შემდეგ ერთი ღილაკით უკან იბრუნებ.

აუდიტის შემდეგ თქვენთან მუშაობა სავალდებულოა?

არა. დოკუმენტი შენია და იმდენად კონკრეტულია, რომ შენივე გუნდმაც შეიძლება შეასრულოს. თუ ჩვენთან გააგრძელებ, აუდიტის საფასური პირველი თვის ანგარიშში ჩაგეთვლება.

რატომ არის ადგილები შეზღუდული?

აუდიტს ხელით ვაკეთებთ და თითოეულს რამდენიმე დღე სჭირდება. ამ ფასში იმდენ ადგილს ვდებთ, რამდენსაც თვეში რეალურად ვასწრებთ, რომ ხარისხი არ დაეცეს.

შეზღუდული შეთავაზება

დაიჭირე ადგილი

დაგვიკავშირდი და შევათანხმოთ, როდის დავიწყოთ. კონსულტაცია უფასოა და აუდიტამდე არაფერს იხდი.

  • პასუხი 24 საათში
  • დოკუმენტი 7 დღეში
  • გაგრძელება სავალდებულო არაა

+995 599 771 643

სწრაფად გიპასუხებთ სამუშაო საათებში.

დაიჭირე ადგილი

სამი მოკლე ნაბიჯი. 24 საათში დაგიკავშირდებით, რომ შევათანხმოთ დაწყების თარიღი და წვდომები. აუდიტამდე არაფერს იხდი.

მარკეტინგული აუდიტი

დავიწყოთ გაცნობით

სამი მოკლე ნაბიჯი. 24 საათში დაგიკავშირდებით, რომ შევათანხმოთ დაწყების თარიღი და წვდომები.