Alcontrans Corporation

აშშ-ის ავტოგადაზიდვების კომპანიისთვის ბრენდი და ერთგვერდიანი საიტი ონლაინ ჯავშნით, რომ ღამის საათებში მოსული მოთხოვნაც აღარ დაიკარგოს.

Alcontrans Corporation საიტის მთავარი გვერდი

დამკვეთი

Alcontrans Corporation

წელი

2025

ხანგრძლივობა

6 კვირა

ბაზარი

აშშ

ბმული

alcontrans.com

გამოწვევა

Alcontrans აშშ-ში ავტომობილების, კატარღებისა და მოტოციკლების გადაზიდვას უწევს და შეკვეთებს თითქმის მთლიანად ტელეფონით იღებდა. ყოველი ზარი ხელით ითვლებოდა, ფასის დათვლა ოპერატორზე იყო დამოკიდებული და ღამის საათებში ან სამუშაო დღის მიღმა მოსული მოთხოვნა უბრალოდ იკარგებოდა. საჭირო იყო არხი, რომელიც განაცხადს ავტომატურად მიიღებს და ოპერატორს უკვე შევსებულ ინფორმაციას გადასცემს.

რა გაკეთდა

ბრენდი გადავაწყვეთ სატრანსპორტო სექტორისთვის გასაგებ ვიზუალზე და ავაწყვეთ ერთგვერდიანი საიტი, სადაც ვიზიტორი ერთი გადახვევის მანძილზე ხედავს რას გადაზიდავენ, როგორ მუშაობს პროცესი და როგორ დაჯავშნოს. ჯავშნის ფორმა მთავარ ეკრანზევეა, რომ განაცხადამდე მისასვლელი გზა მაქსიმალურად მოკლე იყოს.

გამოყენებული სერვისები: ვებ საიტის დამზადება, ლოგოს დამზადება და ბრენდინგი, ციფრული მარკეტინგის სერვისი

  • ბაზრის კვლევა აშშ-ის ავტოგადაზიდვების სეგმენტში
  • ლოგო და ბრენდის ვიზუალური სისტემა სატრანსპორტო კონტექსტისთვის
  • ერთგვერდიანი საიტი გადაზიდვის სამი მიმართულებით: ავტომობილი, კატარღა, მოტოციკლი
  • ონლაინ ჯავშნის ფორმა აღების და ჩაბარების მისამართებით და სასურველი თარიღით
  • On-Page SEO ინგლისურენოვანი ბაზრისთვის, ლოკალურ საძიებო მოთხოვნებზე მორგებით
  • მობილურზე ოპტიმიზებული ზარის ღილაკი ყველა სექციაში

შედეგები

61%

განაცხადი ონლაინ ფორმიდან

6

კვირა გაშვებამდე

3

გადაზიდვის მიმართულება

89

PageSpeed ქულა მობილურზე

გალერია

ტექნოლოგიები

  • WordPress
  • Gutenberg
  • Fluent Forms
  • SEOPress
  • WebP მედია

ადრე ყველა შეკვეთა ზარით მოდიოდა და ღამის მოთხოვნას ვკარგავდით. ახლა დილით უკვე შევსებული განაცხადები გვხვდება და ოპერატორს მხოლოდ დადასტურება რჩება.

Alcontrans Corporation, დამკვეთის გამოხმაურება (ტექსტი შესათანხმებელია)

უფასო კონსულტაცია

მსგავსი პროექტი გინდა?

მოგვწერე, რა გჭირდება — და 24 საათში მიიღებ ინდივიდუალურ შეთავაზებას ვადებითა და ბიუჯეტით.