New Auto Motors

თბილისის ავტოსერვის ცენტრისთვის საიტი, რომელმაც ერთ მისამართზე შეკრიბა სერვისცენტრი, ავტოიმპორტი, ნაწილების მაღაზიები და პარტნიორი ბრენდები.

New Auto Motors საიტის მთავარი გვერდი

დამკვეთი

New Auto Motors

წელი

2025

ხანგრძლივობა

5 კვირა

ბაზარი

საქართველო

ბმული

nam.ge

გამოწვევა

New Auto Motors ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სერვისცენტრია, სადაც ნებისმიერი მარკის ავტომობილის დიაგნოსტიკა და შეკეთება უმოკლეს დროში ხდება. პრობლემა ის იყო, რომ ამის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, ვინც ერთხელ მაინც მისულა ადგილზე. ქსელში კომპანია თითქმის არ ჩანდა, პარტნიორი ბრენდები, ნაწილების მაღაზიები და იმპორტის მიმართულება კი სხვადასხვა ადგილას იყო მიმოფანტული და ერთმანეთს არ ეკვროდა.

რა გაკეთდა

ერთ საიტზე შევკრიბეთ სერვისცენტრი, ავტოიმპორტი, სათადარიგო ნაწილების მაღაზიები და პარტნიორი ბრენდები. თითოეულს თავისი გვერდი აქვს, მთავარიდან კი ვიზიტორი პირდაპირ იმ განყოფილებაში გადადის, რაც სჭირდება, ხოლო საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ეკრანზე ხელმისაწვდომია.

გამოყენებული სერვისები: ვებ საიტის დამზადება, ციფრული მარკეტინგის სერვისი

  • საიტის სტრუქტურა სამი მიმართულებით: სერვისცენტრი, ავტოიმპორტი და სათადარიგო ნაწილები
  • პარტნიორი ბრენდების ცალკე გვერდები, მათ შორის Inter Auto, JP Group, Auto Hub და Lider Auto Parts
  • სერვისების კატალოგი დიაგნოსტიკიდან და ვულკანიზაციიდან მიმდინარე ფასდაკლებებამდე
  • ვაკანსიების და კონტაქტის გვერდები რუკით და მისამართით
  • On-Page SEO ქართულ საძიებო მოთხოვნებზე, სერვისების სახელების ჩათვლით
  • მობილურზე მორგებული ზარის ღილაკი და მისამართი ყველა გვერდზე

შედეგები

2.8x

ორგანული ვიზიტის ზრდა

12

პარტნიორი ბრენდის გვერდი

5

კვირა გაშვებამდე

87

PageSpeed ქულა მობილურზე

გალერია

ტექნოლოგიები

  • WordPress
  • Gutenberg
  • Fluent Forms
  • SEOPress
  • WebP მედია
  • Google Maps

უფასო კონსულტაცია

მსგავსი პროექტი გინდა?

მოგვწერე, რა გჭირდება — და 24 საათში მიიღებ ინდივიდუალურ შეთავაზებას ვადებითა და ბიუჯეტით.