გამოწვევა
ქორუგატორი 2015 წელს დაარსდა და გოფრირებული მუყაოს ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია, დღეს 100-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. შეკვეთა თითქმის მთლიანად პირადი ურთიერთობებიდან მოდიოდა, ახალი შემსყიდველი კი კომპანიას ონლაინ ვერ პოულობდა. ამას ემატებოდა წარმოებისთვის კადრების მუდმივი მოთხოვნა, რომელსაც არსად ჰქონდა ადგილი.
რა გაკეთდა
ავაწყვეთ ორენოვანი საიტი, სადაც წარმოების შესაძლებლობები და პროდუქციის ტიპები B2B შემსყიდველის ენაზეა აღწერილი, დათვლადი პარამეტრებით და არა ზოგადი ფრაზებით. ცალკე მოდულად დაემატა ვაკანსიების განყოფილება ფილტრებით, რომ კადრების ძიება საიტზევე დარჩეს და ცალკე არხი აღარ სჭირდებოდეს.
გამოყენებული სერვისები: ვებ საიტის დამზადება, ციფრული მარკეტინგის სერვისი
- ორენოვანი სტრუქტურა, ქართული და ინგლისური, ცალკე მისამართებით
- წარმოების შესაძლებლობებისა და პროდუქციის გვერდები B2B შემსყიდველისთვის
- ვაკანსიების მოდული პოზიციის, გრაფიკისა და ადგილმდებარეობის ფილტრებით
- დასაქმების განაცხადის ფორმა პირდაპირ ვაკანსიის გვერდიდან
- On-Page SEO ორივე ენაზე, ცალკე სათაურებით და აღწერებით
- WebP მედია და სწრაფად ჩატვირთვადი მთავარი ეკრანი
შედეგები
100+
პარტნიორი კომპანია
2
ენა ერთ საიტზე
7
კვირა გაშვებამდე
91
PageSpeed ქულა მობილურზე
გალერია



ტექნოლოგიები
- WordPress
- Gutenberg
- Fluent Forms
- SEOPress
- WebP მედია
პირველად გვაქვს ადგილი, სადაც ახალ შემსყიდველს ჩვენს შესაძლებლობებზე ვუთხრობთ ისე, რომ შეხვედრა არ დაგვჭირდეს. ვაკანსიებიც იმავე საიტზე დარჩა.
Corrugator, დამკვეთის გამოხმაურება (ტექსტი შესათანხმებელია)




