გამოწვევა
HappySenior აშშ-ის ბაზარზე ახალი კომპანია იყო და ონლაინ კვალი პრაქტიკულად არ გააჩნდა. ოჯახი, რომელიც ახლობლისთვის მომვლელს ეძებს, გადაწყვეტილებას ნდობით იღებს, კომპანიას კი არც ვიზუალური იდენტობა ჰქონდა და არც ადგილი საძიებო სისტემაში, სადაც ეს ნდობა აეშენებინა. ამას ემატებოდა კადრების მუდმივი მოთხოვნა: მომვლელების მოზიდვა ცალკე მიმართულებას ითხოვდა და არსად იყო ადგილი, სადაც კანდიდატი განაცხადს დატოვებდა.
რა გაკეთდა
ჯერ ბაზარი შევისწავლეთ და კონკურენტების პოზიციონირება გავარჩიეთ, შემდეგ ბრენდი ავაწყვეთ და მასზე დავადეთ საიტი, რომელიც ორ სრულიად სხვადასხვა ვიზიტორს ემსახურება: ოჯახს, რომელსაც მოვლა სჭირდება, და მომვლელს, რომელიც სამსახურს ეძებს. ორივესთვის ცალკე მარშრუტია, ცალკე ენა და ცალკე ფორმა, რომ არცერთმა მეორეს გზა არ გადაუჭრას.
გამოყენებული სერვისები: ვებ საიტის დამზადება, ლოგოს დამზადება და ბრენდინგი, სოციალური მედიის მართვა, ციფრული მარკეტინგის სერვისი
- ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი აშშ-ის მოვლის სექტორში
- ლოგო და სრული ვიზუალური იდენტობა, ფერების, ტიპოგრაფიისა და გამოყენების წესების ჩათვლით
- ვებ საიტი ორი ცალკე მარშრუტით: მოვლის მოთხოვნა და ვაკანსიაზე განაცხადი
- სერვისების ცალკე გვერდები: მოხუცთა მოვლა, ალცჰაიმერი, დემენცია, ღამის და ნახევარგანაკვეთიანი მომსახურება
- On-Page SEO ყველა სერვისის გვერდზე, სათაურებიდან და აღწერებიდან შიდა ბმულების სტრუქტურამდე
- სოციალური ქსელების პროფილების გამართვა და საიტთან დაკავშირება
- მობილურზე მორგებული ზარისა და მიმოწერის ღილაკები ყველა ეკრანზე
შედეგები
3.4x
ორგანული ვიზიტის ზრდა ექვს თვეში
92
PageSpeed ქულა მობილურზე
28
განაცხადი თვეში საიტიდან
8
კვირა გაშვებამდე
გალერია



ტექნოლოგიები
- WordPress
- Gutenberg
- Fluent Forms
- SEOPress
- WebP მედია
- Google Analytics 4
ლუქს ვებმა ნულიდან აგვიწყო ბრენდიც და საიტიც. პირველივე თვეში დაიწყო განაცხადების შემოსვლა და დღეს ჩვენი კლიენტების უმეტესობა სწორედ საიტიდან მოდის.
HappySenior Home Care, დამკვეთის გამოხმაურება (ტექსტი შესათანხმებელია)




